სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა 09:00AM - 11:00PM
თუკი ბათუმში ყოფნისას იტალიური ყავის არომატს შეიგრძნობთ, ის თქვენ აუცილებლად პიაცაზე, ფრანგულ კაფე “La Brioche“-ში მიგიყვანთ. კაფე ბათუმის შუაგულში, ულამაზეს მოედანზე მდებარეობს. შეუდარებელი არქიტექურისა და ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დასხდნენ ღია კაფეში, რომელიც უშუალოდ მოედანზეა განთავსებული, ხოლო მათ, ვინც მყუდრო და წყნარ ატმოსფეროს ამჯობინებს, კოშკის მესამე სართულზე ელოდება მინი ბიბლიოთეკა, სადაც 700-ზე მეტი წიგნია წარმოდგენილი. დაიწყეთ თქვენი დღე საუზმით “La Brioche“- ში. აქ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ფაფა, შემწვარი კვერცხი, ერბო-კვერცხი, ოლადები, ბლინები, კრუასანი და რა თქმა უნდა, არაბიკას მარცვლებისგან დამზადებული ყავა.
2013 წლის ივნისში პიაცაზე გაიხსნა ახალი ქართული რესტორანი „მიმინო“, რომელიც მაშინვე გახდა პიაცას სტუმრების საყვარელი ადგილი. რესტორნის ინტერიერი ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოხიბლავს. აქ უხვად შეხვდებით ფოტოებს ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ფილმიდან „მიმინო“.
«The Quiet Woman» – პირველი ირლანდიური პაბი ბათუმში, რომელიც 2011 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს პიაცას მოედანზე. «The Quiet Woman» გთავაზობთ მაღალი ხარისხის ევროპულ სამზარეულოს და ჩამოსახმელი ლუდის ფართო არჩევანს Guinness; Harp, Hoegaarden, Krombacher and London Pride. ამასთანავე, გთავაზობთ 14 სახეობის ვისკის, ხოლო ჩვენი პერსონალი სიამოვნებით დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კერძი. ყოველ შაბათ-კვირას პაბის არაჩვეულებრივ ატმოსფეროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ცოცხალი მუსიკა და მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ტრანსლაციები დიდ ეკრანზე.
რესტორანი “Marco Polo” გთავაზობთ კორპორატიული საღამოების,დაბადების დღეების და სხვა ღირსეშანიშნავი თარიღების აღნიშვნას, წინასწარი შეკვეთით. ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ, როგორც ქართული ასევე ევროპული სამზარეულო.